მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხორბლის ჩასაბარებელი ფასი 5 თეთრით გაიზარდა - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია

ხორბალი

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, საქართველოში ხორბლის ჩასაბარებელი ფასი 5 თეთრით არის გაზრდილი. ამის შესახებ მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

ბენიაიძის თქმით, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ფერმერები ხორბალს 65 თეთრად აბარებდნენ, წელს ფასი დაახლოებით 70 თეთრს შეადგენს.

„ფერმერებმა მარცვლეულის დაახლოებით 20% უკვე ჩააბარეს. მოსავლის ნაწილი პირდაპირ აღების პერიოდში რეალიზდა, ხოლო დარჩენილი მოცულობის ჩაბარება ეტაპობრივად გრძელდება“, - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე.

ნიკოლოზ ბენიაიძემ ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთმა, რომელიც ქართული ბაზრის ერთ-ერთი მომწოდებელია, ტრანსპორტირების სუბსიდირების ვადა კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფასად შემოვა ყაზახური ხორბალი.

ყაზახეთმა ხორბლის ექსპორტის სუბსიდირება 1 წლით გაახანგრძლივა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები