მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბლის სერტიფიცირებული სათესლე მასალა „აგროსფეროსა“ და Saatbau-სგან

აგროსფერო
20.08.24 10:57
195

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „აგროსფერომ“ და ავსტრიულმა კომპანია Saatbau-მ საქართველოში ხორბლის სხვადასხვა ჯიშის გამოცდა და ქვეყნის კლიმატურ პირობებზე მორგებული სათესლე მასალის წარმოება დაიწყეს. მათი თანამშრომლობის შედეგად, დღეს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის, სერტიფიცირებული ხორბლის ჯიშები, რომლებიც ქართველ ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ჯანსაღი მოსავალი, თანაც მინიმალური დანაკარგებით.

„Saatbau სათესლე მასალის უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც 73 წელზე მეტია, სხვადასხვა ქვეყანაზე მორგებულ საუკეთესო ჯიშებს აწარმოებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2014 წელს შემოვიდა, მას შემდეგ, რაც „აგროსფერო“ მისი ოფიციალური პარტნიორი გახდა. ამ თანამშრომლობის მიზანი იყო, დაბალი ხარისხის სათესლე მასალა უმაღლესი ხარისხის ჯიშებით ჩაგვენაცვლებინა და ქართველ ფერმერებს მოსავლიანობის გაუმჯობესებაში დავხმარებოდით.

მრავალწლიანი ცდების შედეგად, მომხმარებლებს წარვუდგინეთ ისეთი სათესლე მასალა, რომელიც სრულფასოვნად პასუხობს ადგილობრივ გამოწვევებს და, შესაბამისად, უზრუნველყოფს მაღალმოსავლიანობას“, – ამბობს „აგროსფეროს“ სათესლე მასალის წარმოების მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსი ზაზიკაშვილი.

„აგროსფეროსა“ და Saatbau-ს წარმოებული ხორბლის ჯიშებია ამიკუსი, გალუსი, ამანდუსი, ბალიტუსი და აპექსუსი. თითოეული მათგანი საადრეო სიმწიფის ხორბალია, რაც საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. აღნიშნული ჯიშები გამოირჩევა ყინვის, გვალვისა და ჩაწოლის მიმართ მედეგობით. ამასთან ერთად, სათესლე მასალა მუშავდება ფუნგიციდითა და ინსექტიციდით, რის გამოც მათ აქვთ მაღალი რეზისტენტობა დაავადებებისა და მავნებლების მიმართ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა მათგანი სერტიფიცირებულია ქართული და ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად.

„10 წლის წინ ბევრი ფერმერი ვერ ხვდებოდა, რატომ ერქვა სხვადასხვა სათესლე მასალას განსხვავებული სახელები, რადგან იმ პერიოდში საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობის თესლი არსებობდა. „აგროსფეროსა“ და Saatbau-ს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად კი ეს რეალობა შეიცვალა. დღეს ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ არჩევანი მათ საჭიროებებზე მორგებულ სათესლე მასალაზე გააკეთონ და, რაც მთავარია, დარწმუნებული იყვნენ მის ხარისხში“, – ამბობს Saatbau-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ტანია ჰუბნერი.

გაითვალისწინეთ, რომ მათი შეძენისთვის ახლა საუკეთესო დროა, რადგან კომპანია მომხმარებლებს განსაკუთრებულ ფასებს სთავაზობს. 1 კგ ამიკუსის და გალუსის მეორე რეპროდუქცია მხოლოდ 1 ლარად არის ხელმისაწვდომი, ხუთივე ჯიშის პირველი რეპროდუქცია კი – 1,35 ლარად. მარაგები შეზღუდულია, ამიტომ იჩქარეთ. კონსულტაციისთვის ეწვიეთ „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელს ან დაუკავშირდით კომპანიის აგრო-კონსულტანტებს ნომერზე: +995 322 500 900.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები