მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორცის წარმოება რეკორდულ 19.5 ათას ტონამდე გაიზარდა - III კვარტალის სტატისტიკა

ხორცი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში ხორცის წარმოება გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, ხორცის წარმოებამ 19.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6%-ით მეტია.

მონაცემები აჩვენებს, რომ 2016 წლიდან მოყოლებული ეს III კვარტალში წარმოებული რეკორდული მაჩვენებელია.

საპირისპიროდ, შემცირებულია რძის და კვერცხის წარმოება. III კვარტალში რძის წარმოებამ 171.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.2%-ით ნაკლებია. ასევე, წარმოებულია 0.4%-ით ნაკლები, 153.1 მილიონი კვერცხი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები