მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რძის და კვერცხის წარმოება შემცირდა - საქსტატი

კვერცხი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში რძის და კვერცხის წარმოება მცირედით შემცირდა, ხოლო ხორცის - გაიზარდა.

კერძოდ, III კვარტალში რძის წარმოებამ 171.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.2%-ით ნაკლებია.

ხორცის წარმოებამ 19.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის შედეგზე 6%-ით მეტია.

ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 153.1 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელს 0.4%-ით ჩამორჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები