მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რძე - 545.7 მლნ ლიტრი, ხორცი - 82 ათასი ტონა | 2025 წელს წარმოება შემცირდა

რძე

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს ქვეყანაში რძის და ხორცის წარმოება შემცირდა. წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 97 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა 6%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

2025 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 545.7 მილიონი ლიტრი იყო, რაც 5%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში რძის წარმოება 2018 წლის შემდეგ ასეთი დაბალი არ ყოფილა.

გასული წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 28 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის 4%-ით მეტია. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2025 წელს ხორცის წარმოება 82 ათასი ტონა იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760.6 ათასი სული შეადგინა, რაც წლიურად 6%-იანი კლებაა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 372.4 ათასი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 8%-ით ჩამორჩება.

შემცირებულია ღორების რაოდენობა და ბოლო ათი წლის მინიმუმზეა. ღორის ჯამურმა რიცხოვნობამ 122 ათასი სული შეადგინა, რაც 12%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები