საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში რძის და ხორცის წარმოებამ იკლო, ხოლო კვერცხის წარმოება გაიზარდა.
კერძოდ, იანვარ-მარტში რძის წარმოებამ 108.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.4%-ით ნაკლებია.
ხორცის წარმოებამ 17.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6.4%-ით ნაკლებია.
პირველ კვარტალში წარმოებულია 172 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2%-ით მეტია.




























