საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 112.3 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.2%-ით მეტია. წლევანდელი მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია.
ხორცის წარმოებამ 18.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 3.3%-ით მეტია. აღსანიშნია, რომ ხორცის წარმოება საანგარიშო პერიოდში 2016 წლის შემდეგ მზარდია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 168.3 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.9%-ით ჩამორჩება.