მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხულო-თაგოს ახალი საბაგირო აშენდება - "ჩაშვებული გვაქვს ბაზრის კვლევა"

ხულო-თაგო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის განაცხადებით, ხულო-თაგოს საბაგიროს მშენებლობისთვის 5,4 მლნ ლარია გათვალისწინებული. ცნობისთვის, ხულო-თაგოს საბაგირო დაახლოებით ერთი წელია გაჩერებულია. მის ნაცვლად იგეგმება ახალი საბაგიროს აშენება.

როგორც ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ამჟამად მიმდინარეობს კვლევა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი.

მანვე აღნიშნა, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხა გოდერძიზე საბაგირო ხაზის მშენებლობისთვის.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე საბაგიროს ხაზის მშენებლობას უზრუნველყოფს, 300 000 ლარი გვაქვს გათვალისწინებული. ხულო-თაგოს საბაგიროს მშენებლობა - 5 მლნ 400 000 ლარი, უკვე ჩაშვებული გვაქვს ბაზრის კვლევაზე და ძალიან მალე გამოვაცხადებთ შესაბამის ტენდერს სამშენებლო სამუშაოებზე, წელს და მომავალ წელს მოხდება თანხების ანაზღაურება“, - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

„ხულო-თაგოს საბაგირო გზა, რომელიც 1985 წელს გაიხსნა, ევროპაში სიგრძითა და სიმაღლით მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია. ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგომდე მისასვლელი გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები