მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხუთი დღე უბედურება იყო, ომის იმიტაცია მოაწყვეს - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერის მტკიცებით, 28 ნოემბერს, რომ არა მმართველი ძალის განცხადება 2028 წლამდე EU-სთან მოლაპარაკებების პროცესის შესახებ, დღეს ქვეყანაში გაცილებით რთული სცენარი იქნებოდა.

BM.GE-ის მთავარი რედაქტორის, თელარა გელანტიას კითხვას - რა მოიგო ხელისუფლებამ პროცესის დაჩქარებით, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ გრძელვადიან პერიოდში შანტაჟი აიცილეს.

- 28 ნოემბერს, ის განცხადება რომ არ გაგეკეთებინათ, რაც გააკეთეთ, გუშინ ევროკომისია "ოცნებისთვის", იმიტომ რომ საქართველოსთვის, საქართველოზე არ იყო აქ საუბარი, უფრო უარეს გადაწყვეტილებას მიიღებდა?

- კი, კი უფრო მძიმე სცენარს ამზადებდნენ. მათ შორის, უამრავი ხმამაღალი განცხადება გაკეთდა იმაზე, რომ არ გაიხსნება მოლაპარაკებები. ამას დაუკავშირებოდნენ კონკრეტულ მოვლენებს. არ მინდა, ყველა დეტალები გავშალო.

- და თქვენ დაასწარით და თქვით, რომ აჩერებთ?

- ერთი რომ დავასწარით კიდეც და მერე, დავასრულეთ შანტაჟი ამ თემით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს დაიწყებოდა ის უბედურება, რომელიც დაიწყო 28 ნოემბერს. ეს იყო სცენარი და ეს იყო გეგმა.

- ანუ, რაც 28 ნოემბრის შემდეგ ხდებოდა, უბედურებაა?

- ხუთი დღე უბედურება იყო, ომის იმიტაცია მოაწყვეს

- და რა მოიგეთ, უბედურება 5 დღით ადრე, თუ უბედურება 5 დღით გვიან?

გრძელვადიან პერსპექტივაში შანტაჟი დავასრულეთ.

უფლებადამცველთა ცნობით, 28 ნოემბრის შემდეგ, 500-მდე პირია დაკავებული, 300-ზე მეტი დაკავების და შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, 80-ზე მეტ პირს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. პასუხისმგებლობა არ დამდგარა არც ერთი სამართალდამცველის მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები