BMG-ის მთავარი რედაქტორის, თელარა გელანტიას კითხვას, აქვს თუ არა კომუნიკაცია კობახიძის მთავრობას იმ ბიზნესმენებთან, რომლებსაც 28 ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი აზრი არ დაუფიქსირებიათ, კობახიძე პასუხობს, რომ ბიზნესთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს და მათ არ მოსწონთ „მაიდნის“ მცდელობა, ჩავარდნილიც კი.
საქმე ის არის, რომ ირაკლი კობახიძე ათობით ბიზნესმენს, რომელმაც ღიად დაგმო "ოცნების გადაწყვეტილება" დაბულინგებულად მიიჩნევს, ან თვლის, რომ მათ წაკითხულიდან აზრის გამოტანა არ შეუძლიათ.
"მეოთხედ სცადეს დაეზიანებინათ ამ ქვეყანაში ეკონომიკა, ბიზნესი. როცა „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ერთ-ერთი მთავარი, რასაც აკეთებდნენ იყო ბიზნესზე ზეწოლა, ეს იყო მათი ხელწერა. ჩვენ ბიზნესმენებთან კომუნიკაცია გვაქვს მუდმივ რეჟიმში, არავის მოსწონს „მაიდნის“ მცდელობა, ჩავარდნილიც კი. ჩავარდა, დამთავრდა „მაიდნის“ მცდელობა. „მაიდნის“ მოწყობის მე-4 მცდელობა იყო 4 წელიწადში და ოთხივე ჩავარდა, იმიტომ რომ „ნაცები“ არიან უნიათო რევოლუციონერები", - განაცხადა კობახიძემ.
პ.ს. დღეს ბიზნესს სექტორის 50-მდე წარმომადგენელი BMG-ის სპეცეთერში "ოცნების" გადაწყვეტილებაზე სასაუბროდ შეიკრიბა და ეცადა, არსებული ვითარებიდან გამოსავლის გზა დაესახა.