მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა გადაიდგას ნაბიჯი იმისკენ, რომ ყველა დამშვიდდეს - თეა ზაქარაძე კობახიძესთან შეხვედრამდე

თეა ზაქარაძე

ჩვენს ბიზნესს, სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა, ამისთვის თუ სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი და ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, თუ სხვა რამ, უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი - ამის შესახებ, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლამდე განაცხადა, სადაც ირაკლი კობახიძე კერძო სექტორის ასამდე წარმომადგენელს ხვდება.

"ვართ დაბარებული და მაინტერესებს, რა აქვთ სათქმელი. აქ, ჩვენი ყველას პოზიცია არის ის, რომ რაც გასაკეთებელია უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. უნდა გადაიდგას რაღაც ნაბიჯი იმისკენ, რომ ყველა დამშვიდდეს. თუ საჭირო იქნება, კომპრომისული ნაბიჯიც უნდა გადაიდგას ხელისუფლებისგან.

ძალიან გთხოვთ, მე ვმართავ აეროპორტს და პოლიტიკაში ნუ გამრევთ. ერთადერთი, შემიძლია ის ვთქვა, რომ ჩვენ, აეროპორტს, გვჭირდება სტაბილურობა ქვეყანაში.

ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას, რომ ბიზნესმა აზრი დავაფიქსიროთ. ხომ იცით, რომ დავაფიქსირებთ? ბიზნესზე პირდაპირ აისახება ეს ყველაფერი. თუ მომეცა აზრის გამოთქმის საშუალება, აუცილებლად დავაფიქსირებ. მე, პოლიტიკაში ვერ ჩავერევი. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩვენს ბიზნესს, სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა, ამისთვის თუ სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი და ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, თუ სხვა რამ, უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი. მცირეოდენი შემცირება არის. ხომ მოგეხსენებათ, დეკემბერში [ახალი წლის გამო] ეს ყველაფერი არ აისახება, მაგრამ იანვარ-თებერვალში თუ გაგრძელდა, აუცილებლად აისახება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს", - განაცხადა თეა ზაქარაძემ მედიასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები