მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვალ, 11:00 საათზე მტკვარი ჰესის საკითხზე ბრალი უნდა წამიყენონ - ბაჩიაშვილი

ბაჩიაშვილი
24.02.25 20:55
758

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ხვალ მტკვარი ჰესის საქმეზე ბრალი უნდა წაუყენონ. ეს განცხადება მან "ფორმულას" ეთერში გააკეთა და თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია გამომძიებელმა ცოტა ხნის წინ მიაწოდა.

მისი თქმით, მტკვარი ჰესის საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, გარდა ბიძინა ივანიშვილის სიტყვებისა, რომელიც პროექტის ბიუჯეტის გაზრდაში მას ადანაშაულებს და ამბობს, რომ "თანხები გიორგი ბაჩიაშვილმა მიითვისა".

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მის წინააღმდეგ ახალი საქმე იმიტომ აღძრა, რომ მიმდინარე "ფულის მითვისების" საქმე "ამ სასამართლოს და პროკურატურიშ პირობებშიც კი უპერსპექტივოა".

"ფული და ძალაუფლება ეს არის ორი რამ, რაზეც ბიძინა ივანიშვილი არის შეშლილი. აქამდე არ განმიცხადებია და მინდა, მაყურებელმაც იცოდეს, რომ სულ რაღაც ნახევარი საათის წინ დამიკავშირდა ჩემი საქმის გამომძიებელი და ხვალ, 11:00 საათზე, უნდა წამიყენონ ბრალი მტკვარი ჰესის საკითხზე. ეს საქმე, რომელიც ახლა მიმდინარეობს, იმდენად უპერსპექტივოა და იქ არაფერი საერთოდ, ბიძინა ივანიშვილის ამ პროკურატურის და სასამართლოს პირობებშიც კი ვერ გამოჩნდა, რომ მათ დასჭირდათ მეორე საქმის დაძვრა, მაგრამ მე როგორც ვთქვი, 2 კი არა, 10 საქმე რომ დაძრან ზემოდან, ჩემი პოზიცია არ შეიცვლება.

მტკვრის საქმე კიდევ უფრო ბედკრულია - რა თქმა უნდა, იქაც არანაირი საბუთი არსებობს, უბრალოდ, სიტყვიერად ამბობს ივანიშვილი, რომ პროექტის ბიუჯეტი გაიზარდა და ალბათ, ბაჩიაშვილმა მიითვისა თანხაო. აქ უკვე ინვესტორი ივანიშვილია, მაგრამ ბაჩიაშვილს ედავება თანხის მითვისებას. რა თქმა უნდა, აქაც არანაირი ფაქტი არც არის და ვერც იქნება", - ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები