ხვალ, 22 აგვისტოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება. კერძოდ, ფინანსთა სამინისტრო, 5-წლიან 90 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციების გაყიდვას გეგმავს. ინფორმაციას Galt&Taggart-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 15 აგვისტოს 10-წლიანი 60 მლნ ლარის (22.9 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 1.5-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.038 პპ-ით შემცირდა და 8.083% შეადგინა.