ხვალ, 30 ოქტომბერს, ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს. როგორც "ნეტგაზეთი" წერს, ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიაში დაუდასტურეს.
საუბარია ანგარიშზე, რომელმაც უნდა შეაფასოს, რამდენად ასრულებს საქართველო ბრიუსელის 9 რეკომენდაციას.
„დიახ, ხვალ ველოდებით გაფართოების პაკეტის პრეზენტაციას, რომელიც მოიცავს 10-ვე ქვეყანას, საქართველოს ჩათვლით“, – მისწერეს "ნეტგაზეთს" ევროკომისიიდან.