მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვალ ფსიქოლოგების მარში გაიმართება

ფსიქოლოგები

ხვალ, 13 დეკემბერს, თბილისში ფსიქოლოგების მარში გაიმართება. შეკრება რესპუბლიკის მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, 13 დეკემბერს არაერთი საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი.

12:00 საათზე ტექნოპარკში სტარტაპები საპროტესტო აქციას გამართავენ.

HR პროფესიონალები და ტრენერები 13:00 საათზე მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობას გამართავენ.

14:30-ზე მარკეტერების, PR სპეციალისტების და სრულიად შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობა იგეგმება. მსვლელობა ვაკის პარკის მთავარი შესასვლელიდან პარლამენტისკენ გაიმართება.

17:00 საათზე არის დაანონსებული მეღვინეების საპროტესტო აქცია.

საპროტესტო აქციები დაგეგმილი რეგიონებშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები