მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვალ, ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის გამო, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტი ირაკლი კობახიძის ინტერპელაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ხვალ, 26 ნოემბერს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, "ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის წესით მოუსმენს. ირაკლი კობახიძეს ორი თემაზე მოუსმენენ: განათლების სისტემაში დაანონსებულ რეფორმასა და Eagle Hills-თან დაკავშირებული ურბანული განვითარების პროექტებზე.

"აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა",- აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები