მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ პრემიერი BAG-ის წევრებს შეხვდება

ირაკლი კობახიძე

ხვალ, თბილისში საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენცია გაიმართება, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრიც დაესწრება. ამის შესახებ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა.

„ხვალ გვაქვს დიდი ღონისძიება, სადაც ყველა მსხვილი კომპანია იქნება წარმოდგენილი, იქნება მთავრობა, პრემიერი. იქ ბიზნესასოციაცია წარმოადგენს BAG ინდექსის ბოლო ოთხი წლის ტრენდებს, ასევე, Galt&Taggart-ი წარმოადგენს მაკროეკონომიკურ ანგარიშს“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

როგორც დაგეგმილია, კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივებს განიხილავენ.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია პანელური დისკუსია მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ, რომელშიც მთავრობის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

კონფერენციის ფარგლებში, ასევე, ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2019-2023 წლის შედეგებს, ბიზნესის განწყობებსა და მოლოდინებს წარადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები