მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა სრულდება

ქვეშეთი კობის გვირაბი

ხვალ, 23 აპრილს ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა სრულდება. გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება. მთლიანობაში ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დასრულდება.

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში აშენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი. მათ შორის, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომლის ბურღვა კლდოვან ქანებში მიმდინარეობს, საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. ახალი 23 კმ-იანი გზა მანძილს 11 კმ-ით შეამცირებს, ხოლო გზის გავლას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება. გზის დაახლოებით 70%-ს ექნება დამატებითი ზოლი.

როგორც გზების დეპარტამენტი იტყობინება, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზაც. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებულ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, მათ შორის, ადგილობრივი გზების მშენებლობითა და არსებული ძველი სოფლის გზების განახლებით ახალი სატრანსპორტო ქსელის შექმნას და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.

გვირაბის გაყვანა 900 მილიონი ლარი ჯდება, ხოლო მთლიანად ახალი მაგისტრალის მშენებლობის ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. პროექტს ჩინეთის რკინიგზის გვირაბების კორპორაცია და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო აშენებენ.