მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან მშენებლობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უნებართვო მშენებლობების წესების დარღვევისთვის ჯარიმები 11 იანვრიდან შედის ძალაში. ამის შესახებ მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„მინდა შევეხო უნებართვო, ან სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებულ მშენებლობებს, რადგან თითოეული მსგავსი შემთხვევა აზიანებს თბილისს, მის იერსახეს და ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებას. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ჯერ კიდევ 2017 წელს დავიწყეთ პრობლემის მოგვარება, მიღებულია კანონპროექტი, რომლითაც გავზარდეთ სანქციები, დანაშაული ზოგიერთ შემთხვევაში გახდა სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი, თუმცა ზოგიერთი მშენებლობისთვის ეს შემაკავებელი არ აღმოჩნდა. მომზადებული და მიღებულია კანონპროექტი, რომელიც ხვალიდან შევა ძალაში“, - განაცხადა კალაძემ.

კერძოდ, თბილისის მერის თქმით:

ახალი კანონის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაჯარიმდება 250 ათასი ლარით, ნაცვლად 25 ათასი ლარისა;

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მესამე ან მეოთხე კლასის მშენებლობისთვის დაჯარიმდება 200 ათასი ლარით, ნაცვლად 20 ათასი ლარისა;

ჯარიმები გამკაცრდა პირველი და მეორე კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო მშენებლობისთვის: კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, მესამე კლასის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 30 ათასი ლარი, ნაცვლად 10 ათასი ლარისა, ხოლო მეოთხე კლასის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 75 ათასი ლარი, ნაცვლად 15 ათასი ლარისა.

თბილისის მერის თქმით, კანონის გამკაცრების მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაა.

კულტურული მემკვიდრეობის ზონებში უნებართვო მშენებლობისთვის ჯარიმები იზრდება

კანონი