მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან, უკვე დამტკიცებულ სესხზე უარის თქმა შესაძლებელი იქნება - დეტალები

ფული სესხი

ხვალიდან, საქართველოს მოქალაქეებს უფლება ექნებათ, დისტანციურად თუ ფილიალში დადებული სასესხო ხელშეკრულება გააუქმონ.

ცვლილებების მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. სებ-ის მიერ დაწესებული ლიმიტის თანახმად, თქვენი სესხი მილიონ ლარს თუ აღემატება, ხელშეკრულებას ვერ გააუქმებთ.

ამის შემდეგ, მომხმარებელი ატყობინებს ფინანსურ ორგანიზაციას საკუთარ გადაწყვეტილებას. შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში, არსებული ხარჯები უნდა დაიფაროს. ხარჯების დაფარვის შემდეგ ხელშეკრულება გაუქმდება.

ხარჯები

რაც შეეხება მომხმარებლის ფინანსურ ვალდებულებას გატანილ თანხასთან ერთად, დასაფარი იქნება იმ დღეების პროცენტი, რამდენი დღეც იქნება გასული ხელშეკრულების დადებიდან, ანუ სესხის აღების მომენტიდან.

შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სესხის გაუქმება , იპოთეკური, ფინანსური გირავნობით ან წილებით უზრუნველყოფილი სესხების და ანაბრების გარდა.

სესხების დაბრუნების წესი გავრცელდება ყველა ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემულ სესხზე: კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ლომბარდებზეც კი.

პირობები შეეხება როგორც ფიზიკურ, ასევე, იურიდიულ პირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები