საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოზე „ოქროს ბურთზე“ ოფიციალურად წარადგინეს.
ხვიჩა კვარაცხელია 30 ნომინანტს შორის „ოქროს ბურთის“ ორგანიზატორმა, გამოცემა France Football-მა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ 24 წლის ქართველი კარიერაში მეორედაა ნომინირებული ოქროს ბურთზე. ღონისძიება 22 სექტემბერს, პარიზის შატლეს თეატრში გაიმართება.
ინფორმაციისთვის, ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი 2025 წლის იანვრიდანაა, ის ფრანგულ კლუბს „ნაპოლიდან“ შეუერთდა და მაისში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.




























