მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვიჩა კვარაცხელია პარიზის “PSG”-ს ფეხბურთელია

არანაკლებ ემოციური,შთამბეჭდავი და საინტერესო იყო ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კონტაქტი, კონტრაქტის გაფორმების კადრები პარიზის "სან ჟერმენის" ლეგენდარულ გუნდთან, რომელსაც ლუის ენრიკე წვრთნის. ცხადია, მისი მოთხოვნა დასტურის გარეშე, 23 წლის ქართველის გადასვლა "ნაპოლიდან" წამყვან ევროპულ კლუბში უბრალოდ არ შედგებოდა. რაც შეეხება კონტრაქტის დეტალებს: კვარაცხელიამ "პსჟ-სთან" კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. "პსჟ" ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ კლუბს, "ნაპოლის" 70 მლნ ევროს და დამატებით ბონუსებს გადაუხდის. 23 წლის თავდამსხმელი, რომელიც 7 ნომერ მაისურს მოირგებს, პარიზული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები