მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვიჩა კვარაცხელია - ქართული ფეხბურთის შემობრუნების წერტილი

სულ რამდენიმე დღე გავიდა, რაც ხვიჩა კვარაცხელიას 24 წელი შეუსრულდა და ამ ასაკში უკვე იმდენი მოასწრო, ბევრს ორი ცხოვრებაც არ ეყოფოდა. ვგულისხმობთ არა იმ საკლუბო მიღწევებს, რომელიც ხვიჩამ ძირითადად ნაპოლიში თამაშის დროს დაიმსახურა, არამედ ეროვნული მასშტაბით გავლენას. თავისი შედეგიანობითა და ეზოს ფეხბურთით წალენჯიხელმა ბიჭმა მაყურებელი სტადიონებზე დააბრუნა, გააღვიძა ინტერესი დიდი ხნის წინ მივიწყებულ გულშემატკივრებში და საქართველო მსოფლიო საფეხბურთო რუკაზე ააკაშკაშა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები