იტალიური საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, გერმანული სპორტული ტანსაცმელების ბრენდ “ადიდასთან” ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კვარაცხელიას სპეციალურად დამზადებული, უახლესი მოდელის უზონარო ბუცი Adidas Predator 24 გადასცეს, რომელსაც ბრენდის ლოგო “ნაპოლის” საშინაო ფორმის ფერებში აქვს დატანილი.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ხვიჩა პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშობს მას მოედანზე ეცვა “ადიდასის” კონკურენტების, როგორც “ნაიკის” ისე “პუმას” ფეხსაცმელები, თუმცა არჩევანი საბოლოოდ გერმანული ბრენდის სასიკეთოდ შეაჩერა.
აღნიშნული ბუცები, ამ დროისთვის არ იყიდება, რადგან ამ ეტაპზე ის სპეციალურად კვარაცხელიასთვის დამზადდა.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია და “ნაპოლი” ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით საშინაო შეხვედრას კატალონიური “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი შემტევის გადაბირებითაა დაინტერესებული.