მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია

კვარაცხელიას კონტრაქტი

გავლენიანი იტალიური გამოცემის “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” მინიმუმ 2025 წლამდე დარჩება და ზაფხულში მისი გაყიდვა არ იგეგმება.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველის კონტრაქტი 2027 წელს იწურება, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდეს და ახალი კონტრაქტის დეტალებზე გაესაუბროს. ევრო 2024-ზე ასპარეზობის შედეგად დიდი ალბათობით კვარაცხელიას შეძენა კიდევ უფრო მეტ ტოპ კლუბს მოუნდება, თუმცა ნეაპოლში სჯერათ, რომ შემტევი კონტრაქტს 2028 ან 2029 წლამდე გაახანგრძლივებს და სეზონში ბონუსების ჩათვლით 4,5 მილიონ ევროს გადაუხდიან. დღესდღეობით ხვიჩა გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ანაზღაურებადი მოთამაშეა, რადგან სეზონში მისი შემოსავალი 1,2 მილიონ ევროს შეადგენს.

როგორც “გაძეტა დელო სპორტი” წერს, ჯერჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან კონტრაქტში ჩასადებ გამოსასყიდი თანხის პუნქტზე, რომელიც ამჟამინდელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არ არის. კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის მითითება გულისხმობს ფეხბურთელით დაინტერესებული კლუბის მხრიდან აღნიშნული საფასურის გადახდის შემთხვევაში მოთამაშის აუცილებელ ტრანსფერს, რაზედაც სპორტსმენის მფლობელი კლუბი უარს ვერ იტყვის.

იტალიური პრესის ინფორმაციით, თავად კვარაცხელიას “ნაპოლიში” კიდევ ერთი სეზონით დარჩენა და განვითარება სურს, რაშიც მისი აგენტი და ოჯახის წევრებიც ეთანხმებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები