მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ფუნქციონირებს - სუს

სუს
26.01.24 19:45
773

კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ფუნქციონირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამჟამად ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები მიმდინარეობს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთა, რომლის შედეგად ვებ გვერდზე www.president.ge განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

მიმდინარეობს ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები აღნიშნული ვებგვერდის სხვა მოწყვლადობებზე შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდ President.ge-ზე კიბერშეტევა განხორციელდა. თავდასხმა სავარაუდოდ რუსულმა ჰაკერულმა ქსელმა Cozy Bear-მა განახორციელა, რომელმაც სქრინშოთების მიხედვით, ვებგვერდზე დატოვა წარწერა HACKED BY COZY BEAR SLAVA RUSSIA. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაკერული თავდასხმა მოხდა "მთავარი არხის" ვებგვერდზე, დღეს კი ტელეკომპანია "ფორმულამ" განაცხადა, რომ მათ ვებგვერდს თავს დაესხნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები