მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საიდუმლო ინფორმაციის გატანისთვის სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელია დაკავებული - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება.

სუს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი იქნება ნებისმიერი, მცირე მასშტაბის შიდა ინფორმაციის გატანის მიმართაც კი და პირი, რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი",- აცხადებენ უწყებაში.

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ თანამშრომელს ბრალდება უკვე წარუდგინა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები