კიდევ ერთი გადავადებული რეფორმა - შესყიდვების შესახებ კანონი ორი წლის დაგვიანებით, 2027 წლიდან ამოქმედდება. პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა პროექტს დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა. გადავადების მიზეზად ის ასამდე შენიშვნა და კომენტარი დასახელდა, რომელიც ევროსტრუქტურებს მიღებული, თუმცა აუმოქმედებელი კანონმდებლობის მიმართ ჰქონდა. იურისტების ნაწილი აცხადებს, რომ კანონი თავიდანვე განწირული იყო, რადგან ის იმ გამოწვევებს ვერ პასუხობდა, რაც შესყიდვების სისტემაში არსებობს. რა შენიშვნები მიიღო მთავრობამ პროექტზე და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ მომდევნო ორ წელში?