საქართველოს ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის პირველი რიგგარეშე სხდომაზე გუშინ ფაქტობრივად სრულად გამართლდა ის მოლოდინი რაც საინვესტიციო და საფინანსო სექტორიგან არსებობდა, სებმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5%-მდე გაზარდა. ეს ნაბიჯი ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინების შემცირებას და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. განაკვეთის გაძვირებით იმ მოქალაქეებს, ვისაც სესხი ცვლად განაკვეთზე ჰქონდა მიბმული სესხის მომსახურება გაუძვირდებათ. კომიტეტის წინა სხდომაზე განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
სტუმარი: ლაშა ქავთარაძე - “Galt&Taggart”, ეკონომისტი


































