მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კიევში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს

6219b1a58e1b7
თამთა ჯიჯავაძე
26.02.22 08:49
1647
კიევში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის შეირაღებული ძალები იტყობინება. საუბარია ვასილკოვის ტერიტორიაზე. ინფორმაციას კიევის მთავრობაც ადასტურებს და მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიუახლოვდნენ ფანჯრებს, არ გავიდნენ აივნებზე და დარჩნენ თავშესაფრებში.

ვრცელდება ცნობები უკრაინის დედაქალაქის ცენტრთან მიმდინარე სროლების შესახებ.

ამასობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათმა სამხედროებმა არაერთი რუსული სამიზნე გაანადგურეს.

ასევე, უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ქალაქ ლვოვში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია თუ რა ხდება ქალაქში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები