მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში თურქული Bayraktar-ების ქარხნის მშენებლობა დაიწყო - მედია

64abdaf89e4a4
გიგა ბენია
10.07.23 14:22
526

უკრაინაში თურქული თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატების, Bayraktar-ის წარმოების ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სტრატეგიული მრეწველობის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

"თუ კონკრეტულად ვსაუბრობთ Bayraktar-ის ქარხანაზე, სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ქარხნის მშენებლობა უკვე პრაქტიკაში ხორციელდება და არა მხოლოდ მემორანდუმებით", - განაცხადა სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრე კამიშინმა.

ამასთან, ალექსანდრე კამიშინმა აღნიშნა, რომ ქარხანაში სხვა რამის წარმოებაც შეიძლება, რაზეც საუბარი ჯერ არ მიმდინარეობს.

„საუბარია უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებაზე. ეს არის Bayraktar-ის ყველაზე დიდი ქარხანა, რაზეც რამდენიმე წლის წინ შევთანხმდით. მერე იყო გაჩერებები, სკანდალები. დღეს იწყება ამ ქარხნის მშენებლობა, გადავედით რეალურ ნაბიჯებზე“, - დასძინა მინისტრმა.

როგორც ადრე უკრაინული გამოცემა UNIAN-ი იტყობინებოდა, ივნისში ცნობილი გახდა, რომ თურქულმა კომპანია Baykar-მა, რომელიც Bayraktar-ის თავდასხმის დრონებს აწარმოებს, უკრაინაში TB2 და Akinci დრონების წარმოებისთვის ლიცენზია მიიღო. ქარხნის მშენებლობისთვის დაგეგმილი ჯამური ინვესტიცია 95,5 მილიონი დოლარია. მისი გახსნა 2025 წელს იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები