მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიევში ტრამპის წარმომადგენლების ზელენსკისთან შეხვედრის პირველი რაუნდი დასრულდა

კიევი ტრამპის წარმომადგენლები

კიევში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის შეხვედრების პირველი რაუნდი დასრულდა. UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განუცხადა.

მოლაპარაკებების პირველ რაუნდში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი მონაწილეობდნენ.

მოლაპარაკებების დროს კუშნერმა განაცხადა, რომ ტრამპს არა მხოლოდ ომის დასრულება, არამედ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის პირობების შექმნა სურს.

„ბევრ პოლიტიკოსს რთული პრობლემების ეშინია. პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის ამბობს, რომ რაც უფრო რთულია, მით უკეთესი და რომ ყველაფერი უნდა გააკეთო. ამიტომ, მას ძალიან მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაასრულოს ეს ომი და შეაჩეროს ადამიანური დანაკარგები, რათა ოჯახებს ცხოვრება გაუადვილოს“, - აღნიშნა კუშნერმა.

პარალელურად, სტივ უიტკოფმა საუბარს „ძალიან შინაარსიანი“ უწოდა.

შეხვედრის დაწყებამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მზადაა ომის დასრულებისთვის უზრუნველსაყოფად მოალაპარაკებებისთვის. თუმცა, მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიებია საჭირო ომის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, ტრამპის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი კიევში მოსკოვიდან დღეს ჩავიდნენ. მანამდე მათ გუშინ 3-საათიანი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან გამართეს,

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები