მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კიკეთის ფერმის ღვინო“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს

კიკეთის ფერმის ღვინო

კიკეთში მდებარე მეღვინეობა „კიკეთის ფერმის ღვინო“, რომელიც მომხმარებლებისთვის მიმდინარე წელს გაიხსნა, საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს.

მეღვინეობაში ამ ეტაპზე, „კიკეთის ფერმის ღვინოს“ ბრენდით, 8 სახის ღვინო იწარმოება.

როგორც მეღვინეობის დამფუძნებელი, რეზო ვასაძე BM.GE-სთან აცხადებს, ფერმაში როგორც ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებული ქვევრის, ასევე მუხის კასრებში დავარგებული ღვინოს წარმოება ხდება.

მისივე ინფორმაციით, ფერმა მცირე წარმოების მეღვინეობას მიეკუთვნება და წლის ჭრილში 17000-18000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

„მიმდინარე წელს, ამერიკაში პირველი ექსპორტი 3600 ბოთლი ღვინის სახით განვახორციელეთ, ხოლო გერმანიაში 600 ბოთლი ღვინო გავიდა. ამ ეტაპზე, პოლონეთსა და იტალიასთან მოლაპარაკებები გვაქვს და ვვარაუდობთ, რომ სტანდარტულად, 600- დან 3000 ბოთლამდე იქნება მოთხოვნა.

ფერმა 12 ჰა-ზეა გაშენებული და კაფეებს, სასტუმროებსა და ცხენების თავლას მოიცავს. ამავე ტერიტორიაზეა ღვინის საწარმოც განთავსებული. რაც შეეხება ვენახებს, ის კახეთში, გურჯაანსა და თელავში მაქვს იჯარით აღებული. საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებით ხდება ადგილობრივი ფერმერებისგან შესყიდვა,“- აცხადებს ვასაძე.

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე მეღვინეობაში მხოლოდ ორი ადამიანია დასაქმებული, ხოლო ღონისძიების პერიოდში ადგილობრივების დამატება ხდება.

ინფორმაციისთვის, კიკეთში მდებარე მეღვინეობა „კიკეთის ფერმის ღვინო“ 2 წელია არსებობს, თუმცა ოპერირება მიმდინარე წელს დაიწყო. ფერმა სასტუმროსა და კაფეს აერთიანებს. ფერმის ასამუშავებლად, დაახლოებით 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სამომავლოდ კი, მეღვინეობა არსებული ინფრასტრუქტურისა და წარმოების განვითარებასა და დახვეწას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები