მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კილიან მბაპეს მადრიდული კონტრაქტის დეტალები

კილიან მბაპე მადრიდის რეალში

ფრანგი სუპერვარსკვლავის კილიან მბაპესა და მადრიდის “რეალის” სატრანსფერო საგა დასრულდა - 2024/25 წლების სეზონიდან შემტევი სწორედ ესპანელების რიგებში იასპარეზებს.

მბაპეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ “თეთრებში” თამაში მისი ბავშვობის ოცნებაა და 2022 წელს კლუბში გადასვლასთან ახლოსაც იყო, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად პარიზულ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და კიდევ ორი წლით თავისი კარიერა საფრანგეთს დაუკავშირა.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან მბაპე კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს და ამ დროის განმავლობაში ყოველწლიურად 15 მილიონ ევროს მიიღებს. ამას გარდა იმის გამო, რომ კილიანი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება ის დამატებით ბონუსად 150 მილიონ ევროსაც აიღებს, რომელსაც მადრიდელები 5 წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ გადაუხდიან.

ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა თავად მბაპემაც, რომელსაც ერთი სული აქვს თუ როდის შეუერთდება ახალ კლუბს:

ოცნება ახდა. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩემი ოცნების კლუბს შევუერთდი. ვერავინ წარმოიდგენს, როგორი აღტაცებული ვარ ახლა. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას, მადრიდისტებო და მადლობა თქვენი დაუჯერებელი მხარდაჭერისთვის” - დაწერა მბაპემ სოციალურ ქსელში.

ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ცნობით ფრანგი შემტევი ახალ კლუბში 9-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომლითაც უკანასკნელად 2022 წლის ოქროს ბურთის მფლობელი კარიმ ბენზემა ასპარეზობდა.

შეგახსენებთ, რომ მბაპე მადრიდელებთან ჩასვლამდე საფრანგეთის რიგებში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, სადაც D ჯგუფში ნიდერლანდებთან, ავსტრიასთან და პოლონეთთან ერთად არიან განთესილები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები