მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Kimberly-Clark-ი Tylenol-ის მწარმოებელ Kenvue-ს თითქმის $50 მილიარდად შეისყიდის

kenvue

საბავშვო ჰიგიენის პროდუქტების ბრენდ Huggies-ის მფლობელი Kimberly-Clark-ი მედიკამენტ Tylenol-ის მწარმოებელ Kenvue-ს, ნაღდი ფულისა და აქციების კომბინაციით, $48.7 მილიარდად შეისყიდის.

Kenvue-ს აქციონერები ნაღდი ფულის სახით აქციაზე $3.50-ს, ხოლო Kenvue-ს თითოეული ფასიანი ქაღალდისთვის 0.14625 Kimberly-Clark-ის აქციას მიიღებენ, რაც $21.01-ის ეკვივალენტია, პარასკევის სავაჭრო სესიის დახურვის შემდეგ, Kimberly-Clark-ის შედეგების მიხედვით.

შედეგად იქმნება საერთო კომპანია, რომელიც სამომხმარებლო ჯანდაცვის არაერთ ბრენდს, მათ შორის Kleenex-ს, Band-Aid-ს, Benadryl-ს, Listerine-სა და Neutrogena-ს გააერთიანებს. მოსალოდნელია, რომ ახალ კომპანიაში 54%-იან წილს Kimberly-Clark-ის აქციონერები დაიკავებენ, 46%-იანს კი - Kenvue-სი.

"ჩვენ მილიარდობით მომხმარებელს ცხოვრების ყველა ეტაპზე მოვემსახურებით", - განაცხადა Kimberly-Clark-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ჰსუმ, რომელიც გაერთიანებული კომპანიის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დაიკავებს.

გარიგების დასრულება მომავალი წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. მას ჯერ კიდევ ორივე კომპანიის აქციონერების თანხმობა სჭირდება.

ცოტა ხნის წინ, Kenvue-ს Tylenol საერთაშორისო პრესის ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ FDA-ის აზრით, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის აქტიური ინგრედიენტის, აცეტამინოფენის, გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება აუტიზმის გაზრდილ რისკთან იყოს დაკავშირებული. სამედიცინო ექსპერტები და Kenvue აცხადებენ, რომ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი უსაფრთხოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები