მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კინორეჟისორები, რომელთა ქონებაც $1 მილიარდს აღემატება - TOP 5

სპილბერგი

თანამედროვე ეკონომიკაში ზღვარი "ხელოვანსა" და "აქტივების მმართველს" შორის, სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდს ხშირად ესთეტიკური პრიზმიდან ვუყურებთ, ინდუსტრიის უმაღლესი ეშელონები დახვეწილი, დივერსიფიცირებული კონგლომერატების პრინციპით ოპერირებენ.

მაგალითად, Forbes-ის ბოლო მონაცემებით, რეჟისორების ვიწრო ჯგუფმა ქონების შეფასებით მილიარდ დოლარიანი ბარიერი უკვე გადალახა. მათი სიმდიდრე არა მხოლოდ მაღალი ჰონორარების, არამედ ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიული მართვისა და კაპიტალის სწორი განაწილების შედეგია.

გაგაცნობთ ყველა იმ რეჟისორს, რომელთა ქონებაც $1 მილიარდ დოლარს აღემატება.

ჯეიმს კამერონი - 1.1 მილიარდი დოლარი

ფილმების „ტიტანიკისა“ და „ავატარის“ ფრენჩაიზის წყალობით, ჯეიმს კამერონმა მილიარდ დოლარიანი იმპერია შექმნა. კამერონი ხშირად თავად ქმნის ახალ კამერებსა და გადაღების სისტემებს, რაზეც შემდგომ ინტელექტუალურ საკუთრებას ინარჩუნებს. მისი ანაზღაურების დიდი ნაწილი ბილეთების გაყიდვებზეა მიბმული. ისტორიაში არსებული ოთხი ყველაზე შემოსავლიანი ფილმიდან სამის ავტორობამ მას იმაზე მეტი მოგება მოუტანა, ვიდრე ნებისმიერ სტანდარტულ აღმასრულებელ დირექტორს (CEO) S&P 500 ინდექსიდან.

ტაილერ პერი - 1.4 მილიარდი დოლარი

მადეას პერსონაჟის ირგვლივ შექმნილი თეატრალური, კინო და სატელევიზიო დადგმების, ასევე ატლანტაში 110 ჰექტარზე გაშენებული კინოსტუდიის წყალობით, ტაილერ პერი ყველა დროის ყველაზე მდიდარი ფერადკანიანი კინორეჟისორია, რომლის ქონებაც 1.4 მილიარდს აღწევს. ტაილერ პერის ბიზნესმოდელი ეფექტური და დამოუკიდებელია: თავად ფლობს ყველაფრის 100%-ს, მაშინ როცა სხვა რეჟისორები მოგებას კინოსტუდიებთან ინაწილებენ. ატლანტაში მდებარე Tyler Perry Studios მას საშუალებას აძლევს, აკონტროლოს წარმოების მთელი ჯაჭვი, რის გამოც მას ხშირად "ჰოლივუდის Walmart-ს" უწოდებენ: მაღალი მოცულობა, სრული კონტროლი და ნულოვანი დავალიანება.

პიტერ ჯექსონი - 1.7 მილიარდი დოლარი

პიტერ ჯექსონმა კარიერა დაბალბიუჯეტიანი საშინელებათა ფილმების გადაღებით დაიწყო და მოგვიანებით სათავეში ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფრენჩაიზს - „ბეჭდების მბრძანებელს“ ჩაუდგა. შედეგად ჯექსონმა აკადემიის პრიზი საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის მოიპოვა.

ჯექსონმა არა მხოლოდ ფილმების გადაღება, არამედ მათი წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა დაიწყო. ვიზუალური ეფექტების (VFX) ხელსაწყოების შექმნით, რომლებსაც დღეს მთელი ინდუსტრია იყენებს, ჯექსონმა შემოსავლის მოდელი "კონტენტის შექმნიდან" "ტექნოლოგიურ ლიცენზირებაზე" გადაიტანა. ამის წყალობით დღეს მისი ქონება 1.7 მილიარდადაა შეფასებული.

ჯორჯ ლუკასი - 5.3 მილიარდი დოლარი

თანამედროვე ჰოლივუდური ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ჯორჯ ლუკასის „ვარსკვლავური ომების“ (Star Wars) ფრენჩაიზმა, არა მხოლოდ სამუდამოდ შეცვალა კინობიზნესი, არამედ შეცვალა ისიც, თუ როგორ შეუძლიათ შემოქმედებს თავიანთი ნამუშევრის მონეტიზაცია. კერძოდ, 1977 წელს ლუკასმა უარი თქვა მაღალ ხელფასზე "ვარსკვლავური ომების" გაგრძელებებისა და ლიცენზირების უფლებების სანაცვლოდ. 2012 წელს კი ეს უფლებები Disney-ს 4 მილიარდ დოლარად მიჰყიდა. დღეს მისი ქონება Disney-ს აქციების ზრდაზეა დამოკიდებული, სადაც ის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდივიდუალური აქციონერია. ჯორჯ ლუკასის ქონება 5 მილიარდს აღემატება.

სტივენ სპილბერგი - 7.1 მილიარდი დოლარი

რეიტინგის სათავეში სტივენ სპილბერგი ხვდება. იმ რეჟისორებს შორის, რომლებმაც 1970-იან წლებში კინობიზნესი ხელახლა განსაზღვრეს, სპილბერგი ერთ-ერთია, ვინც გახმაურებულ ფილმებს დღემდე სტაბილურად ქმნის. მისი კაპიტალის სიმყარე კინოსტუდია Universal Pictures-თან გაფორმებულ ისტორიულ გარიგებაშია. სპილბერგის ფილმებზე: “ყბები”, “იურული პარკი” თუ ET - დაფუძნებულ თემატურ პარკებში გაყიდული ბილეთებიდან რეჟისორი 2 პროცენტს იღებს. ეს არის "პასიური შემოსავლის" მძლავრი, თანაც უვადო მანქანა, რომელიც ათეულობით წლის წინანდელი მოლაპარაკების შედეგია. უნიკალურმა გარიგებამ და საავტორო უფლებების ოსტატურად მართვამ სპილბერგის იმპერია 7 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები