მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კინოთეატრი, ბოულინგი... – რით განსხვავდება რუსთავის მოლი, რომლის გახსნა 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება?

64a6d959d4427
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.23 21:37
2136
რუსთავში მრავალფუნქციური კომპლექსი “რუსთაველი”, რომლის საინვესტიციო ღირებულება 15 მლნ დოლარია, 2024 წლის გაზაფხულზე გაიხსნება. ამის შესახებ გადაცემა #წერტილში ინვესტორი კომპანია „ნიუ მოლის“ თანადამფუძნებელმა გუგა ცანავამ განაცხადა.

აღსანიშნია, რომ კომპლექს “რუსთაველის” გახსნა 2023 წლისთვის იგეგმებოდა. მრავალფუნქციური კომპლექსი აპარტჰოტელსაც და სავაჭრო ცენტრს გააერთიანებს. გუგა ცანავა #წერტილში აღნიშნავს, რომ რუსთავი მოლი რეგიონების მოლებისგან განსხვავებული იქნება და გახსნის შემდეგ იქ ბოულინგ ცენტრი და Cavea-ს კინოთეატრი ამოქმედდება.

„სტანდარტული შოპინგ მოლი, თბილისის მოლებისგან შედარებით უფრო პატარა იქნება. მშენებლობა დასრულებულია და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბრენდებთან და 70%-თან შეთანხმება უკვე მიღწეულია, მთავარი კომპონენტი, რაც ამ შოპინგ მოლს რეგიონში მოქმედი შოპინგმოლებისგან განასხვავებს ის არის, რომ აქ გაიხსნება კინო. ჩვენ შევთანხმდით Cavea-სთან... იქნება ბოულინგიც... ისეთ დეტალებს შევიტანთ, რაც რუსთავისთვის სიახლე იქნება“, - აღნიშნა გუგა ცანავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები