მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კინოთეტრის ხარჯებს სხვა ბიზნესიდან ვფარავ...“ - ვალერი გელაშვილი ხაშურის კინოს მუშაობაზე

ხაშურის კინოთეატრი

ხაშურში კინოთეატრის გახსნიდან 2 წლის შემდეგ, მომხმარებლის მხრიდან აქტივობა იმდენად დაბალია, რომ მისი ფუნქციონირებისთვის ხარჯებს ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი ფარავს.

BM.GE-სთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ კინოთეატრის შემოსავლები მინუსშია, თუმცა რეგიონისთვის, სადაც ის ცხოვრობს, ხარჯებს სხვა ბიზნესიდან ფარავს.

„კინოთეატრი მუშაობს. საკუთარი კომპანიაა, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ პრობლემებს, მაგრამ ხაშურია, ჩემი რაიონია, ჩემი საცხოვრებელია და ამიტომ ასე თუ ისე სხვა ბიზნესიდან გადავფარავთ ხოლმე ამ ხარჯებს“, - აღნიშნა ვალერი გელაშვილმა და დასძინა, რომ კინოთეატრს ხელშეკრულება Cavea-სთან აქვს გაფორმებული და რაც თბილისში Cavea-ს კინოთეატრებში გადის, ის გადის ხაშურის „ივერია სინემაშიც“.

ინფორმაციისთვის, ხაშურში კინოთეატრი „ივერია სინემა“ გასული წლის 4 მარტს ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ კინოთეატრის გახსნა ხაშურში, ჯერ კიდევ 2021 წელს იყო დაანონსებული. მასში ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს დაახლოებით $2 მლნ-ს მოცულობის ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები