ხელოვნება, კულტურა და ბიზნესი ხშირად გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. ჩვენი შემდეგი სტუმრის პროფესიული გზა ამის ნათელი მაგალითია. თათა პოპიაშვილი თეატრის რეჟისორია, რომელიც დღესდღეობით ბერლინში მოღვაწეობს, იღებს საერთაშორისო გამოცდილებას და პარალელურად, ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს - ღვინოს - ევროპულ ბაზარს აცნობს. სამი წლის წინ, მეგობრებთან ერთად მან დააფუძნა Kinto Natural - კომპანია, რომელიც ქართული ნატურალური ღვინის ექსპორტსა და პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული. დღეს ისინი ექვს ქართველ მეღვინესთან თანამშრომლობენ და ქართული ღვინო მათთვის არა უბრალოდ კომერციული პროდუქტი, არამედ ჩვენი იდენტობის, მიწისა და ისტორიის მატარებელია. ამასთან, თათა აქტიურად არის ჩართული ქართველ-გერმანელ ქალთა ალიანსში და ქმნის მნიშვნელოვან პროფესიულ კავშირებს.
სტუმარი: თათა პოპიაშვილი - Kinto Natural, თანადამფუძნებელი;


































