მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კირ სტარმერი - “დავიღალე იმით, რომ ტრამპის და პუტინის ქმედებები ბრიტანეთში ენერგიის ფასებზე გავლენას ახდენს”

კირ სტარმერი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ქვეყანაში ენერგორესურსების ტარიფების არასტაბილურობის გამო უკმაყოფილება გამოხატა.

პოლიტიკოსის განცხადებით, ბრიტანული ოჯახებისა და ბიზნეს სექტორისთვის გადასახადების მუდმივი ცვალებადობა პირდაპირ კავშირშია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინის საომარ გადაწყვეტილებებთან. აღნიშნული კომენტარი მან ITV News-ის პოდკასტში გააჟღერა.

ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო პოლიტიკური აქტორების ქმედებებს ქვეყნის შიდა ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა აქვს. პარალელურად, სტარმერმა ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული იერიშები გააკრიტიკა და მათ შეცდომა უწოდა. ქვეყნის ლიდერი მიიჩნევს, რომ ორკვირიანი ზავის პერიოდში თავდასხმები ახლო აღმოსავლეთში სრულად უნდა შეწყდეს.

ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ნავთობის ფასების არასტაბილურობა გლობალურ ბაზარზე კვლავ ნარჩუნდება და ეს ბრიტანეთისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით დამატებით გამოწვევებს ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები