მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კითხვა მაქვს სებ-თან: როდემდე აპირებს არ გაამყაროს ლარი? - გიორგი ხიშტოვანი

თიბისი კაპიტალი

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ ლარი დღეს ხელოვნურად გაუფასურებულ მდგომარეობაშია. მისი თქმით, ლარის რეალური, წონასწორული კურსი ბევრად უფრო მყარი უნდა იყოს (დაახლოებით 2.3-2.4). ეროვნული ბანკი კი ხელოვნურად აჩერებს ლარის გამყარებას დოლარის შესყიდვით, რათა შეავსოს რეზერვები, რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე.

“ბოლო პერიოდია დოლარებს იშორებენ ბანკები ძალიან აქტიურად. რატომ იზრდება რეზერვები? რადგანაც ბანკები ყიდიან დოლარს. რატომ ყიდიან დოლარს? იმიტომ რომ არ სჭირდებათ. რეგულაციების მოთხოვნას აკმაყოფილებენ, მაგრამ მეტ დოლარზე მოთხოვნა არ არის. რატომ არ არის, ამაზე შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ. მაგრამ ის, რომ ბანკებმა მოიშორეს დოლარის რესურსი და ეროვნული ბანკი აგრძელებს მათგან ამ დოლარის შესყიდვას, ერთი მხრივ კარგია, იმიტომ რომ რეზერვები ივსება, მაგრამ მეორე მხრივ რაღაც მომენტში უნდა დაისვას კითხვა: რატომ ვამყარებთ ხელოვნურად დოლარს?

რეალურად უკვე უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე: რა უნდა იყოს სინამდვილეში დოლარის და ლარის კურსი? მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ის კურსი, რაც ახლა არის, ეს არ არის ამ მომენტში წონასწორობაში მყოფი კურსი. წესით ბევრად უფრო მყარი უნდა იყოს ლარი და კითხვა ეროვნულ ბანკთან არის: როდემდე აპირებს ამ გზით ბანკებისგან დოლარის ამოღებას და ლარის მიწოდებას და ამავდროულად როდემდე აპირებს, რომ არ გაამყაროს ლარი? შესაბამისად, რაღაც მხრივ კარგია, რომ ამ არხით მიეწოდებათ ბანკებს ლარი (იმიტომ რომ რეზერვები ივსება ამით), მაგრამ ცუდია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მაღალი ინფლაცია გვაქვს და როდესაც სამართლიანი გაცვლითი კურსი წესით უნდა იყოს პირობითად 2.3, 2.4 და არის ჯერ კიდევ 2.62, ეს არ არის კარგი მომხმარებლისთვის და მოსახლეობისთვის…

საინტერესოა, როდემდე აპირებს ეროვნული ბანკი ამოიღოს ჭარბი დოლარი ბანკებიდან და არ აპირებს, რომ მისცეს უფლება ლარს გამყარდეს და მოსახლეობამ ამით მაინც ამოისუნთქოს თითქმის 6%-იანი ინფლაციის პირობებში და რეალურად ინფლაციის ფაქტორს მიაქციოს ყურადღება. ფასების სტაბილურობა არის მანდატი ეროვნული ბანკის, ოღონდ ის ფასების სტაბილურობას უნდა მართავდეს წესით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთით, მაგრამ ის ახლა მართავს რეზერვების ამოღებით, ოღონდ არ მართავს — ანუ არ აძლევს შესაძლებლობას ლარს გამყარდეს და არ აძლევს შესაძლებლობას ფასები დაეცეს. რატომ არ აკეთებს ამას, აი ეს არის მნიშვნელოვანი კითხვა და სწორედ აქ ვხედავ პრობლემას”,-აცხადებს ეკონომისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები