საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმპიჩმენტის მცდელობისა, მოგზაურობის შეწყვეტას არ აპირებს.
“მე საკონსტიტუციო სასამართლოში შევეწინააღმდეგე ამ ბრალდებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის სხვა ინსტიტუციების მსგავსად, ნაკლებად დამოუკიდებელია. დღეს ეს დახურული საქმეა. მუქარა მუდმივად არის. შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას”, - თქვა პრეზიდენტმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ იმპიჩმენტზე მის წინააღმდეგ პროცედურის დაწყება ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა.
“შესაძლოა, მან[ივანიშვილმა] უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე”, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან პრეზიდენტის ინტერვიუს ქართულ თარგმანს მისივე ადმინისტრაცია ავრცელებს.