მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კითხვაზე, რა გეგმა აქვს მთავრობას დაძაბულობის განსამუხტად, პასუხი ვერ მივიღე - ბიზნესმენი კობახიძესთან შეხვედრაზე

ბექა ბექაია

„ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ კითხვაზე, რა გეგმა აქვს მთავრობას დაძაბულობის განსამუხტად, პასუხი ვერ მივიღო. ამის შესახებ ბექა ბექაიამ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ გუშინ, 23 დეკემბერს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართული თითქმის 4 საათიან ბიზნესების შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, კითხვაზე რა მოაგვარებდა საზოგადოებას შორის არსებულ პოლარიზაციას, ხელისუფლების წარმომადგენელს სამწუხაროდ, შესაბამისი პასუხი არ ჰქონია.

„შეხვედრა მაინც პოზიტიური იყო, რადგან როდესაც ადამიანები საუბრობენ და დისკუსიაა, იქ არის შანსი რომ ჭეშმარიტება გაზიარდეს. შეხვედრა 4 საათი მიდიოდა. საბედნიეროდ, მონოლოგის რეჟიმი არ ყოფილა. იყო დისკუსია. იყო საშუალება, რომ კითხვები დასმულიყო. მათ შორის, შეიძლება არასასიამოვნო კითხვებიც დაისვა მთავრობისთვის. რაც შეეხება პასუხებს, სიმართლე გითხრათ, მე არ დამრჩა რაიმე ახლის შეგრძნება. ანუ რასაც ჩვენ ტელევიზიით ვისმენთ, იგივე კომენტარები და პასუხები იყო.

კრიზისთან დაკავშირებით პრემიერმა საკმაოდ დიდხანს ისაუბრა. იგივე რასაც ტელევიზიით ვისმენთ ხოლმე, გარკვეული გარე აქტორები (გლობალური ომის პარტია), რომლებიც რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, ამას სადღაც ევროპაში, ამერიკაში გეგმავენ. მე მომეცა საშუალება დამესვა კითხვა, რომ ეს დაძაბულობა, რომელიც არის ჩვენს ოჯახებში, სამეზობლოებში, სამეგობროებში და რომ წარმოუდგენელია ასე ცხოვრება. რა გეგმა აქვს მთავრობას, რომ აქედან გამოვიდეთ. სამწუხაროდ, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. არ არის ამაზე გეგმა. გეგმა არის ისევ და ისევ იანვარში სიტუაციის დალაგება, როდესაც გარე აქტორები აღარ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში. ახალი არაფერი. მათ შორის სანქციებზე იყო საუბარი. პრემიერმა აღინიშნა, რომ ბუნებრივია არავის არ მოსწონს ის და პრობლემებსაც ქმნის. თუმცა, ეს ყველაფერი 20 იანვრის შემდეგ დალაგდება“, - ამბობს ბიზნესმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები