საქართველოში კიტრის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყანაში 4,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 9 794 ტონა კიტრი შემოვიტანეთ, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კიტრის იმპორტის მოცულობამ 9 130 ტონა შეადგინა (3,5 მლნ აშშ დოლარი). კიტრის იმპორტის მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იყო 2022 წელს - 8 429 ტონა (2,7 მლნ დოლარი) და 2021 წელს - 5 274 ტონა (1,6 მლნ დოლარი).
კიტრის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, საიდანაც 2024 წლის პირველ ხუთ თვეში 9 374 ტონა კიტრი შემოვიდა, დანარჩენი მცირე რაოდენობით კი, კიტრი ირანიდან და ნიდერლანდებიდანაც შემოვიტანეთ. ხოლო გასულ წელს, მცირე რაოდენობით კიტრის იმპორტი სომხეთიდანაც განხორციელდა.
რაც შეეხება ექსპორტს, წელს 175 970 აშშ დოლარის დაახლოებით 167 ტონა კიტრი გავიტანეთ. უმრავლესობა სომხეთში (163 ტონა), ხოლო მცირე რაოდენობით - რუსეთში (4 ტონა).
2023 წელს კი ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან 367 000 აშშ დოლარის დაახლოებით 425 ტონა კიტრის ექსპორტი განხორციელდა. ხოლო 2022 წელს 225 000 აშშ დოლარის 196 ტონა კიტრის ექსპორტი.