მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KIU-ს სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებას მოითხოვენ

ქუთაისის უნივერსიტეტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ადმინისტრაციას, სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილით მიმართეს. მიზეზი ქვეყანაში შექმნილი პროტესტია, რომელიც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას მოჰყვა.

განცხადებას ხელს აწერს 700 სტუდენტი.

KIU-ს სტუდენტების მიერ ადმინისტრაციისადმი გაგზავნილ წერილს, რომელსაც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი სტუდენტი ავრცელებს, BMG უცვლელად გთავაზობთ:

"ქვეყანაში არსებული სიტუაციის ფონზე, შეუძლებლად მიგვაჩნია სწავლის ან/და ნებისმიერი სხვა აქტივობის ისე გაგრძელება, თითქოს ყველაფერი რიგზეა. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება აღემატება ნებისმიერ პარტიულ ინტერესს.

შეუძლებელია ვუყურებდეთ, თუ როგორ ექცევიან ჩვენს თანატოლებს, მეგობრებს და მათ შორის ჩვენი უნივერსიტეტისავე სტუდენტებს და, ამ დროს, ჩვენ გვიწევდეს აკადემიურ საკითხებზე ფიქრი.

შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით იმისათვის, რომ სტუდენტებმა შეძლონ საკუთარი პოზიციის თავისუფლად დაფიქსირება, დროებით შეჩერდეს სასწავლო პროცესი ან იმ სტუდენტებს, რომლებიც პროტესტის გამო ვერ მოახერხებენ აკადემიურ საქმიანობაში ჩართვას მიეცეთ შესაბამისი აქტივობების აღდგენის საშუალება. განცხადებას თან ვურთავთ ვიდეოების იმ მცირე ჩამონათვალს, რომლის საკუთარ თავზე ატანა/ყურებაც ბოლო 72 საათია გვიწევს", - წერია განცხადებაში.

სტუდენტებს პასუხი, ჯერჯერობით, არ მიუღიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები