მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლიმატ-გონივრული პროექტისთვის საქართველომ პოლონეთისგან შესაძლოა რამდენიმე მლნ ევრო მიიღოს

618cc2b5bd923
ინგა მურუსიძე
11.11.21 11:27
664
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრის სრულუფლებიან წარმომადგენელს საერთაშორისო კლიმატისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებში, სებასტიან ბარკოვსკის შეხვდა.

როგორც bm.ge-ს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე პოლონურმა მხარემ კლიმატის მხარდაჭერის პოლონურ პროექტთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის ბიუჯეტი 11,25 მილიონი ევროა და ითვალისწინებს ისეთი მიმართულებების მხარდაჭერას, როგორებიცა კლიმატის პოლიტიკის განვითარება, ჰაერის ხარისხის ზრდა, ენერგოეფექტური შენობები, ქვანახშირის მწარმოებელი რეგიონების ტრანსფორმაცია, ნულოვანი და დაბალი ემისიის მქონე ტრანსპორტი. ინიციატივის ფარგლებში, პოლონეთის მხარე განიხილავს საინვესტიციო, საკონსულტაციო და შერეული ტიპის პროექტებს.

ინიციატივის ფარგლებში, ქართულმა მხარემ, პოლონურ მხარესთან თანამშრომლობისა და კლიმატგონივრული პროექტების წარდგენის შემთხვევაში, ფინანსური უზრუნველყოფის თაობაზე კონკრეტული შემოთავაზებები მიიღო.

ნინო თანდილაშვილმა პოლონური მხარის წარმომადგენლები, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოში მოიწვია.

შეხვედრა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (CoP26) ფარგლებში გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები