მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკები, სადაც რესპუბლიკურის მედპერსონალს სახელმწიფო დასაქმებას სთავაზობს

საავადმყოფო

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც უწყების ცნობით თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს დასაქმება შესთავაზეს.

ეს სამედიცინო დაწესებულებებია:

  • რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო;
  • ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;
  • საჩხერის რესპუბლიკური საავადმყოფო;
  • პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა;
  • ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა;
  • გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა;
  • ჯეო ჰოსპიტალი ქსელი;
  • კავკასიის მედიცინის ცენტრი;
  • ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;
  • თბილისის ცენტრალური საავადმყოფო;
  • იმედის კლინიკა;
  • დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი;
  • თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი

ცნობისთვის: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები 3 დღეა მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აქციებზე აპროტესტებენ. კონკრეტულად კი ექიმები რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟისა და კადრების რეორგანიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. ექიმების დღევანდელი საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან 15:00 საათზე იყო დაგეგმილი, გუშინ კი ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე 15:00 საათზე ექიმებთან შეხვედრა დააანონსა.

ჯანდაცვის სამინისტრომ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, კომპენსაციებთან დაკავშირებით, შეთავაზების პროცესი ოფიციალურად 24 იანვარს დაიწყო.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური პაკეტი, რომელიც დასაქმების შესაძლებლობას, თუ ღირსეულ კომპენსაციას გულისხმობს, კლინიკის პერსონალს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა 22 იანვარს გამართულ შეხვედრაზე გააცნეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები