მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის ემზადებიან

რამდენიმე დღე რჩება კლინიკებს იმისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო მააკრედიტირებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება წარუდგინონ. როგორც დაანონსებულია, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულება სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკებს 2025 წლიდან აქვთ, მიმდინარე წლის ბოლომდე კი მათ ჯანდაცვის სამინისტროს მააკრედიტებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა წარუდგინონ, რითაც აკრედიტაციის პროცესის დაწყებას დაადასტურებენ. საერთაშორისო აკრედიტაცია მკურნალობის, პაციენტის მოვლის, მასთან კომუნიკაციის და სხვა საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობს. რამდენი კლინიკა ემზადება საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის, რა იცვლება სამედიცინო დაწესებულებებისთვის და რა ხელშესახებ შედეგს იგრძნობს პაციენტი?

სტუმარი: არჩილ მორჩილაძე - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები