მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკების აკრედიტაციის პროცესი, შესაძლოა, გადავადდეს - სარჯველაძე

კლინიკები

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი, შესაძლოა, გადავადდეს. ამას გარდა, მინისტრმა თქვა, რომ მედია არ დაინტერესდა ამ აკრედიტაციის დანერგვის შემდგომ რომელიმე რეგიონს კლინიკებზე ხელმისაწვდომობის კუთხით პრობლემა ხომ არ შეექმნება.

2025 წლიდან კლინიკებისთვის ახალი მოთხოვნები შედის ძალაში. კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლა სავალდებულო ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პროგრამის დატოვება მოუწევთ.

"აკრედიტაციების გადავადებაზე დისკუსია გრძელდება. ველოდებით მათ შორის როგორი იქნება კლინიკების მცდელობა საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებაზე, ასევე რა გავლენას შეიძლება იწვევდეს იანვრიდან მისი ამოქმედება, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. რასაკვირველია, შეიძლება გადავადდეს. [ინვესტიციის ჩადება] არ არის მხოლოდ, ისინი განვითარდნენ აკრედიტაციის სტანდარტების პროცესში, გააუმჯობესეს საკუთარი სტანდარტები და ეს მისასალმებელია. მე თუ მკითხავთ ყოველგვარი ვალდებულების გარეშე ნებისმიერი კლინიკა უნდა მიისწრაფოდეს განვითარებისკენ. არცერთი ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ და ინვესტიცია ისეთ რამეში არ ჩაუდიათ, რაც მხოლოდ ფორმალური მოთხოვნა იქნებოდა", - ამბობს სარჯველაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები