მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კლინიკებს მივწერეთ, რომ დაუბრუნდნენ მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას - გაბუნია

60054c8d9a68e
ინგა მურუსიძე
18.01.21 12:57
498
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 1 თებერვლიდან კლინიკები მოქალაქეებს კვლავ მულტიპროფილურ სერვისებს შესთავაზებენ.

ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"16 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს გაუგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ 1 თებერვლიდან ისინი დაუბრუნდნენ მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით, 350 საწოლი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და თებერვალში დარჩება საკმარისი საწოლფონდი იმისთვის, რომ მობილიზაციის შესაფერისი ხარისხი შენარჩუნდეს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები